понедельник, 12 марта 2012 г.

გაკვეთილის გეგმა


1
გაკვეთილის მთავარი თემა
პითაგორას თეორემა
2
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური. VIII კლასი.მათემატიკის გაკვეთილი
3
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 10 მოსწავლეა. კლსში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე და სწავლება ხდება ჩვეულებრივი ფორმით
4
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შედეგად აღმოაჩენენ მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის დამოკიდებულებას. გაეცნობიან პითაგორას თეორემის მნისვნელობას ყოფაცხოვრებაში.
5
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მათVIII.9-1, 2, 3
მოსწავლე: იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
იყენებს დეკარტეს კოორდინატებს ფიგურის ან მისი ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან/და მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით.
მათ.VIII.10.2
იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს, ტოლობის და უტოლობების თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას.
6
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან:
რიცხვების კვადრატი, შემოკლებული გამრავლების ფორმულები.
არითმეტიკული კვადრატული ფესვის ცნება.
კარკულატორის გამოყენება.
სამკუთხედის და მართკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა.
მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობის და მოცულობის გამოთვლა.
სამკუთხედის უტოლობა
7
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღმოჩენა, რამდენად აქვთ მსჯელობის, ანალიზის და დასკვნების გამოტანის უნარი. შეფასებას ვახდენ საშინაო დავალებისა და საკლასო სამუშაოს კომპონენტებში(იხილეთ შეფასების რუბრიკა)
8
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

VIII კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო,  
გ.გოგიშვილი; თ.ვეფხვაძე
კარკულატორი,სახაზავი, მუყაოსაგან გამოჭრილი მართკუთხა სამკუთხედები, კომპიუტერი, ინტერნეტი.

9
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1–3 წთ
საორგანიზაციო საკითხები(მიზნის გაცნობა,ორ ჯგეფად განაწილება,კაპიტნების არჩევა,შეფასების პრინციპების გაცნობა)
აქტივობა 2 –7წთ
საშინაო დავალების შემოწმება– ჯგუფები ერთმანეთის რვეულებს ცვლიან, ამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და აკეთებენ შესაბამის კომენტარებს.
აქტივობა3 -4 წთ
წინარე ცოდნის შემოწმება ფრონტალური კითხვებით.
აქტივობა 4–6წთ
მოსწავლეებს წინასწარ დამზადებული აქვს მუყაოსაგან მართკუთხა სამკუთხედები ზომების მიხედვით და ვაძლევ დავალებას–სახაზავის გამოყენებით გაზომონ სამკუთხედის გვერდების სიგრძეები და იფიქრონ მათშორის დამოკიდებულების აღმოჩენაზე.
აქტივობა5-4 წთ
მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები მიდიან სწორ დასკვნამდე ა აყალიბებენ პითაგორას თეორემას.
აქტივობა6-5წთ
სახელმძღვანელოს გამოყენებით ამტკიცებენ თეორემას და ახდენენ ახალი მასალის შეჯამებას.
აქტივობა7-12 წთ
ჯგუფები ხსნიან ამოცანებს, რომლებიც წინასარ მაქვს გამზადებული კომპიუტერში და აკეთებენ შესრულებული სამუშოს პრეზენთაციას
აქტივობა8-2 წთ
ვაძლევ დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში პითაგორას და მისი თეორემის შესახებ.
ვაძლევ ამოცანებს და ტექსტს სახელმძღვანელოდან.
აქტივობა 92 წთ
შეფასება .
ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით.ვაკეთებ კომენტარებს
გაკვეთილის ხანგრძლივობა–45 წთ

კლასის ორგანიზების ფორმა არის ჯგუფური.
(ორი ჯგუფი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით)

შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
1–3
4–5
6–7
8–10
რამდენად აქვს სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღმოჩენის უნარი
არასწორად აქვს
ნაწილობრივ სწორად აქვს
სწორად აქვს
სრულყოფილად აქვს
რამდენად აქვს მსჯელობის და ანალიზის უნარი
არასწორად აქვს
ნაწილობრივ სწორად აქვს
სწორად აქვს
სრულყოფილად აქვს
აკეთებს დასკვნას
ვერ აკეთებს
ნაწილობრივ აკეთებს
აკეთებს
სრულყოფილად აკეთებს

პროექტი


პროექტის სათაური -გამოცდები და გრანტები
თემა -ეროვნული გამოცდების სტატისტიკური მონაცემები და პირველადი ანალიზი
პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა -მოსწავლეები ეცნობიან და აანალიზებენ 2011 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ მონაცემებს
მიზნები და შედეგები -ე.ს.გ  მათემატიკა IX. 11.1,2
მოსწავლე;
Ø  აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგებს შესაბამის ცხრილს/ჰისტოგრამას(მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებით)
Ø  არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას(ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე)

შეფასების საგანი და პროცედურები
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,მოძიებული ინფორმაციის სისრულე, ანლიზის და მსჯელობის უნარი, პრეზენტაცია, საჭირო გამოთვლების წარმოება
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ინფორმაციის მოძიება, რაოდენობრივ მონაცემთა დაჯგუფების ხერხები, მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები, მათემატიკური გამოთვლები. ფლობენ ახალ ტექნოლოგიებს
რესურსები
რვეული,კალამი, ინტერნეტი -www.naec.ge ,კომპიუტერი
მსვლელობა
1.      მოსწავლეთა ჯგუფის შექმნა და მიზნის გაცნობა-(კლასში 16 მოსწავლეა, შევქმენი 2 ჯგუფი მიზნობრივი გადანაწილებით)-20 მარტი
2.      დავალებების მიცემა-20 მარტი
3.      მონაცემების მოძიება ინტერნეტით და პირველადი ანალიზის გაკეთება(საგნების მიხედვით აბიტურიენტთა ოდენობა, საშ.ქულა, მაქსიმაური ქულა, შესაბამისი წრიული დიაგრამები, ქულების მიხედვით სიხშირეთა განაწილება, შესაბამისი ჰისტოგრამები, ჩარიცხულთა სია, გრანტმინიჭებულთა ოდენობა)-21-23 მარტი
4.      მოძიებული ინფორმაციის დამუშავების გაგრძელება( მაგ. აბიტურიენტთა ცოდნის შეფასება საგნების მიხედვით, სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხულთა შეფასებების შედარება, მათემატიკის გამოცდაზე (ანუ ზოგად უნარებსი) გამომჟღავნებული ცოდნის მნიშვნელობა გრანტის აღების საკითხში)-24-26 მარტი
5.      შესაბამისი მათემატიკური მოქმედებების შესრულება-27-29 მარტი
6.      მიღებული შედეგების მიხედვით დასკვნების გაკეთება-29 მარტი
7.      პრეზენტაცია-30 მარტი

დრო -2012 წლის 20-30 მარტი
საგანი - მათემატიკა
მასწავლებელი - ზანიკო ქლიბაძე
კლასი -მე-9 კლასი, 16 მოსწავლე
ელ.ფოსტა -zanikoqlibadze@gmail.com